თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დაბა მანგლისში თოკების პარკის ატრაქციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
12 მარ 2019
 

დაბა მანგლისში ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის შენობაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე,  ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, თოკების პარკის ატრაქციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა და ხელი მოეწერა აღნიშნული პროექტის საგრანტო ხელშეკრულებას.

პროექტი ხორციელდება საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ევროკავშირის და გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (kfw) დაფინანსებით. პროექტი ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციამ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის ფარგლებში მიმდინარე პროექტის სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში I საგრანტო კონკურსის ფარგლებში წარადგინა და მიიღო დადებითი შეფასება. პროექტი ითვალისწინებს ალგეთის ეროვნულ პარკში (დაბა მანგლისი) მნიშვნელოვანი ტურისტული ატრაქციის მოწყობას, რაც ხელს შეუწყობს ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ტურისტული ვიზიტების ზრდას. პროექტის ღირებულება შეადგენს 250 000 ლარს.

აღნიშნული შეხვედრა ორგანიზებულია სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების

ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ.

შეხვედრაზე ასევე გაიმართა  ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სხვა პროექტების და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ ალგეთის ეროვნულ პარკში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების პრეზენტაციები.

შეხვედრას ესწრებოდნენ: ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაურ დარგალი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბერდია ხვისტანი, სამხარეო განვითარების ასოციის თავმჯდომარე ვანო გრიგალაშვილი,  დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძე, ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის და  გფა კონსალტინგ გრუპის წარმომადგენლები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4146
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ოთხ 2025
2646
ივნ 27 პარ 2025
2523
აგვ 12 სამ 2025
2757
ივლ 01 ორშ 2024
5509
იან 14 კვ 2024
5507
 

2026 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები
ნოემ 27 ხუთ 2025
802