თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თეთრიწყაროში ტარიელ ხარხელაურის პოეზიის საღამო გაიმართა
16 თებ 2019
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით 16 თებერვალს ააიპ კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანება-კულტურის ცენტრის სააქტო დარბაზში ცნობილი ქართველი პოეტის, ტარიელ ხარხელაურის პოეზიის საღამო გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მწერლებმა და პოეტებმა: გიული ჩქარეულმა, ნინო არსენაშვილმა, გელა მიდელაშვილმა, დათა ბადალაშვილმა და სახალხო მთქმელებმა: ზაქრო გიგაურმა და დამ ბექაურმა

ღონისძიების მონაწილეებმა დაათვალიერეს სახელოვნებო სკოლის მიერ წარმოდგენილი გამოფენა და მონაწილეობა მიიღეს ვეფხისტყაოსნის გადაწერაში

პოეზიის საღამოს ორგანიზება გაუწიეს:მერის მოადგილე ლია ზურებიანმა, მერიის თანამშრომელმა ლამარა ბექაურმა და ააიპ კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანება-კულტურის ცენტრის დირექტორმა ზამირა ხაჭვანმა.

პოეზიის საღამოს ესწრებოდნენ: ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლევან ჟვანია მოადგილესთან, სოსო პირველთან ერთად, მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი, მერიისა და კულტურის ცენტრის თანამშრომლები და საპატრიარქოსთან არსებული საგვარეულო კავშირის წევრები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4457
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1917
იან 00
2949
ივლ 02 ოთხ 2025
5401
ივნ 27 პარ 2025
5228
აგვ 12 სამ 2025
5769
 

2026 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1917