თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

„მოყვარულთა თასი“-ს გათამაშება
09 თებ 2019
 

საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაქართული ფეხბურთის განვითარების ფონდთან თანამშრომლობითიწყებს „მოყვარულთა თასი“- გათამაშებას სამოყვარულო დიდ ფეხბურთში (11x11).

სეზონი სტარტს აიღებს  1 აპრილს და დასრულდება 15 დეკემბერს.
მოყვარულთა თასი 2019“ სამ ეტაპად ჩატარდება - მუნიციპალურირეგიონალური და ფინალური.
მუნიციპალურ ეტაპზე თითოეულ რაიონში ავალდებულოა მინიმუმ ოთხი გუნდის ასპარეზობა.
მონაწილე მუნიციპალიტეტებმა 2019 წლის 22 თებერვლამდესაქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციას ოფიციალური წერილით უნდა დაუდასტურონ პროექტში მონაწილეობახოლო გუნდების ოფიციალური განაცხადები უნდა გამოაგზავნონ 2019 წლის 08 მარტამდეკონკრეტულ მუნიციპალიტეტში ტურნირი დაიწყება მუნიციპალიტეტთან შეთანხმებულ დროს.
ჩემპიონატში მონაწილეობა არის უფასო.
ჩემპიონატის მონაწილე შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი 16 წლის ასაკიდანრომელიც არ ირიცხება საქართველოს ეროვნული ლიგა 1, ეროვნული ლიგა 2, ლიგა 3, ლიგა 4, რეგიონალური ლიგები (ყველა რეგიონალური ლიგა), ჭაბუკთა ლიგებიფუტსალის ლიგა და ფუტსალის ლიგა 2-ის გუნდებში.
მონაწილე გუნდებმა უნდა წარმოადგინონ 18-დან 30-მდე რაოდენობის მოთამაშეთა განაცხადიშემდეგ ელექტრონულ მისამართზე - gafaleague@gmail.com
გუნდის განაცხადის ფორმის შესავსებად უნდა მობრძანდეთ მერიის განათლებისკულტურისსპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებაშიმის.: თეთრიწყაროთამარ მეფის . #34.
მოყვარულთა თასი“ არის ოფიციალური სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატირომელიც იმართება მთელი ქვეყნის მასშტაბით და აღიარებულია ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს - UEFA- მიერ. 2018 წელს საქართველოს საუკეთესო სამოყვარულო საფეხბურთო გუნდმა მონაწილეობა მიიღო ევროპის სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატზე UEFA REGIONS’ CUP, ხოლო წლის ბოლოს საქართველოს UEFA-სგან გადაეცა ვერცხლის ჯილდო მასობრივი ფეხბურთის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობისათვისკერძოდ, „მოყვარულთა თასი“- პროექტის განხორციელებისათვის.
ჩემპიონატის მიზნებიაფეხბურთის მასობრიობის გაზრდამთელი ქვეყნის მასშტაბით სამოყვარულო საფეხბურთო ლიგების ორგანიზებაჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და პოპულარიზაცია საზოგადოებაშინიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების აღმოჩენასპორტული ინფრასტრუქტურის აღდგენავეტერანი ფეხბურთელების დაბრუნება ფეხბურთშიდამწყები მწვრთნელებისა და მსაჯების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3190
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1373
იან 14 კვ 2024
1907
იან 07 შბ 2023
4237
ოქტ 24 ორშ 2022
3689
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები