5 თებერვალს სოფლებში:დიდი ირაგა, პატარა ირაგა, ჯიგრაშენი, ალექსეევკა, ივანოვკა, მენკალისი, ნავთიანი, ჭივჭავსა და ჯვარაში გამართულ დასახლების საერთო კრებებს მერის მოადგილეები:მალხაზ სამაშვილი და ბერდია ხვისტანი ესწრებოდნენ. მერის მოადგილეებმა მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შესახებ, ადგილზე გაეცნენ მათ პრობლემებსა და საჭიროებებს და შესაძლებლობების ფარგლოებში ერთად იმსჯელეს გადაჭრის გზებზე.
სოფელ დიდ ირაგაში მოსახლეობის გადაწყვეტილებით სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია შემოიღობება და მინი სტადიონი მოეწყობა,
სოფელ პატარა ირაგაში კომბინირებული მინი სტადიონი და გარე განათების მოწყობა დაიგეგმა,
სოფელ ჯიგრაშენში გარე განათება და მოსაცდელი მოეწყობა,
სოფელ ალექსეევკაში ამბულატორიის რეაბილიტაცია დაიგეგმა,
სოფელი ივანოვკის მოსახლეობამ შიდა გზების რეაბილიტაცია აირჩია,
სოფელ მენკალისში სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია და გარე განათება,
სოფელ ნავთიანში გარე განათების ქსელის და გზის მოხრეშვა განხორციელდება,
სოფელ ჭივჭავში სკოლის მიმდებარე ტერიტორია და სარწყავი სისტემების რეაბილიტაცია, ხოლო
სოფელ ჯვარაში სპორტული ინფრასტრუქტურა და შიდა გზების მოხრეშვა განხორციელდება.
სოფლის კრებებზე მოსახლეობა თავად წყვეტს რა უფრო მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია მათი დასახლებებისთვის.აღსანიშნა
სიახლეები
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება
05 თებ 2019
მნახველთა რაოდენობა: 5290
დატოვეთ კომენტარი (0)
სიახლეები
აგვ 20 ხუთ 2026
859
ივლ 06 ორშ 2026
1722
ივლ 03 პარ 2026
1668
ივლ 02 ხუთ 2026
1917
ივლ 03 პარ 2026
1725
მაი 26 სამ 2026
2042
ივნ 11 ხუთ 2026
2053




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა

























































