თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება
05 თებ 2019
 

  5 თებერვალს სოფლებში:დიდი ირაგა, პატარა ირაგა, ჯიგრაშენი, ალექსეევკა, ივანოვკა, მენკალისი, ნავთიანი, ჭივჭავსა და ჯვარაში გამართულ დასახლების საერთო კრებებს მერის მოადგილეები:მალხაზ სამაშვილი და ბერდია ხვისტანი ესწრებოდნენ. მერის მოადგილეებმა მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შესახებ, ადგილზე გაეცნენ მათ პრობლემებსა და საჭიროებებს და შესაძლებლობების ფარგლოებში ერთად იმსჯელეს გადაჭრის გზებზე
სოფელ დიდ ირაგაში მოსახლეობის გადაწყვეტილებით სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია შემოიღობება და მინი სტადიონი მოეწყობა
სოფელ პატარა ირაგაში კომბინირებული მინი სტადიონი და გარე განათების მოწყობა დაიგეგმა
სოფელ ჯიგრაშენში გარე განათება და მოსაცდელი მოეწყობა,
სოფელ ალექსეევკაში ამბულატორიის რეაბილიტაცია დაიგეგმა
სოფელი ივანოვკის მოსახლეობამ შიდა გზების რეაბილიტაცია აირჩია,
სოფელ მენკალისში სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია და გარე განათება,
სოფელ ნავთიანში გარე განათების ქსელის და გზის მოხრეშვა განხორციელდება,
სოფელ ჭივჭავში სკოლის მიმდებარე ტერიტორია და სარწყავი სისტემების რეაბილიტაცია, ხოლო 
სოფელ ჯვარაში სპორტული ინფრასტრუქტურა და შიდა გზების მოხრეშვა განხორციელდება.
სოფლის კრებებზე მოსახლეობა თავად წყვეტს რა უფრო მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია მათი დასახლებებისთვის.აღსანიშნავია, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი გაორმაგდა და უკვე მიმდინარე წელს, 20 მილიონის ნაცვლად, სხვადასხვა პროექტზე, 40 მილიონი ლარი დაიხარჯება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4194
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1373
იან 14 კვ 2024
1907
იან 07 შბ 2023
4237
ოქტ 24 ორშ 2022
3689
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები