თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დასახლების საერთო კრებები შეხვეტილას თემში
04 თებ 2019
 

  4 თებერვალს შეხვეტილას თემის მოსახლეობასთან გამართულ დასახლების საერთო კრებებს მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი დაესწრო. მერის მოადგილემ მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტებისა და შეხვეტილას თემისთვის გამოყოფილი ლიმიტების შესახებ.

სოფელ შეხვეტილაში, ჯვრისხევში, დიდ ნამტვრიანში, პატარა ნამტვრიანში, ქვემო ჭინჭრიანში, ზემო ჭინჭრიანში, ნაპილნარსა და არხოტში მისასვლელი საავტომობილო გზების რეაბილიტაცია განხორციელდება, ხოლო სოფელ კოდისწყაროსა და პატარა ნამტვრიანში სასმელი წყლის სისტემები მოწესრიგდება

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი გაორმაგდება და უკვე მიმდინარე წელს, 20 მილიონის ნაცვლად, სხვადასხვა მცირე მასშტაბის პროექტზე, 40 მილიონი ლარი დაიხარჯება.სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობის და შესრულების საერთო კოორდინაციას და მონიტორინგს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4038
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1917
იან 00
2948
ივლ 02 ოთხ 2025
5399
ივნ 27 პარ 2025
5227
აგვ 12 სამ 2025
5767
 

2026 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1917