თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დასახლების საერთო კრება სოფელ შავსაყდარში
27 იან 2019
 

  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 27 იანვარს სოფელ შავსაყდარში გამართულ დასახლების საერთო კრებას, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე დაესწრო. გიორგი ქორიძემ მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შესახებ, აგრეთვე მიმდინარე წელს დაგეგმილი შავსაყდრამდე მისასვლელი საავტომობილო გზის შესახებ, რომლის რეაბილიტაცია მიმდინარე წელსგანხორციელდება, პროექტი ორწლიანია და მისი ღირებულება შეადგენს 1 461 912 ლარს

დასახლების საერთო კრებაზე მოსახლეობის უმრავლესობამ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის შემოღობვას და გარე განათების მონტაჟს დაუჭირა მხარი.პროგრამის ფარგლებში სოფელი შავსაყდრისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობა შეადგენს 6000 ლარს, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით უნდა გაორმაგდეს. პირველ მარტამდე საქართველოს სოფლების მოსახლეობა თავად გადაწყვეტს, თუ როგორ დაიხარჯება პროგრამისთვის განკუთვნილი 20 მილიონი ლარი.

სოფელ შავსაყდარში გამართული საერთო კრების სხდომის ოქმი

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4110
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1918
იან 00
2949
ივლ 02 ოთხ 2025
5401
ივნ 27 პარ 2025
5228
აგვ 12 სამ 2025
5769
 

2026 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1918