თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დასახლების საერთო კრებები ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში
01 თებ 2019
 

1 თებერველს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში,  ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში დასახლების საერთო კრებებს  მერის მოადგილე ბერდია ხვისტანი დაესწრო.

მერის მოადგილემ მოსახლეობას განუმარტა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესახებ ინფორმაცია, ადგილზე გაეცნო მათ პრობლემებსა და საჭიროებებს და კომპეტენციის ფარგლებში მოგვარებას დაპირდა.

პროგრამის ფარგლებში:

სოფელ ახალსოფელში შიდა გზების მოხრეშვა განხორციელდება,

სოფელ ზირბითში სასმელი წყლის სისტემები მოწესრიგდება,

სოფელ გოხნარში სოფლამდე მისასვლელი საავტომობილო გზას ჩაუტარდება რეაბილიტაცია, ხოლო სოფელ საფუძვრებში შიდა გზები მოწესრიგდება.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი გაორმაგდება და უკვე მიმდინარე წელს, 20 მილიონის ნაცვლად, სხვადასხვა მცირე მასშტაბის პროექტზე, 40 მილიონი ლარი დაიხარჯება.სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობის და შესრულების საერთო კოორდინაციას და მონიტორინგს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.

დასახლების საერთო კრების ოქმი სოფელ ახალსოფელში

დასახლების საერთო კრების ოქმი სოფელ ზირბითში

დასახლების საერთო კრების ოქმი სოფელ საფუძვრებში

დასახლების საერთო კრების ოქმი სოფელ გოხნარში

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4053
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ოთხ 2025
2639
ივნ 27 პარ 2025
2516
აგვ 12 სამ 2025
2748
ივლ 01 ორშ 2024
5500
იან 14 კვ 2024
5495
 

2026 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები
ნოემ 27 ხუთ 2025
802