თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551 24 52 94 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დასახლების საერთო კრებები ენაგეთსა და ორბეთის ადმინისტრაციულ ერთეულში
31 იან 2019
 

 31 იანვარს  ენაგეთში, ამლივში, ახალ ზირბითში, დიდგორში, დრეში, ვანათში, ორბეთში, პანტიანში, ღვევში, ღოლოვანში, შამთაში, წვერსა და წყლულეთში გამართულ დასახლების საერთო კრებებს მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი ესწრებოდა. მერის მოადგილემ მოსახლეობას განუმარტა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესახებ ინფორმაცია და ადგილზე გაეცნო მათ პრობლემებსა და საჭიროებებს.  

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი გაორმაგდება და უკვე მიმდინარე წელს, 20 მილიონის ნაცვლად, სხვადასხვა მცირე მასშტაბის პროექტზე, 40 მილიონი ლარი დაიხარჯება.სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობის და შესრულების საერთო კოორდინაციას და მონიტორინგს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.

სოფელ ენაგეთში მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით სასმელი წყლის სისტემების მოწესრიგება გადაწყვიტა,

სოფელ ამლივის მოსახლეობამ სასმელი წყლის სისტემების და გზების მოწესრიგება,

სოფელი ახალი ზირბითის მოსახლეობამ წყაროს მოპირკეთება და გარე განათების მონტაჟი,

სოფელი დიდგორის მოსახლეობამ გარე განათების მონტაჟი,

სოფლების  დრეს,ღვევის,შამთას,ღოლოვანის, ვანათის, მოსახლეობამ მისასვლელი საავტომობილო გზის მოწყობა,

სოფელი ორბეთის მოსახლეობამ ეკლესიამდე მისასვლელი საავტომობილო გზის მოწყობა,

სოფელი პანტიანის მოსახლეობამ სასმელი წყლის სისტემების მოწესრიგება,

სოფელი წვერის მოსახლეობამ პანტიანიდან წვერამდე მისასვლელი საავტომობილო გზის მოხრეშვა, ხოლო

სოფელი წყლულეთის მოსახლეობამ წყაროს მიმდებარე ტერიტორიის მოპირკეთება და გარე განათების მოწყობა აირჩია.

სოფელ ენაგეთში გამართული დასახლების საერთო კრების სხდომის ოქმი

სოფელ ამლივში გამართული დასახლების საერთო კრების სხდომის ოქმი

სოფელ ახალ ზირბითში გამართული დასახლების საერთო კრების სხდომის ოქმი

სოფელ დიდგორში გამართული დასახლების საერთო კრების სხდომის ოქმი

სოფელ დრეში გამართული დასახლების საერთო კრების სხდომის ოქმი

სოფელ ვანათში გამართული დასახლების საერთო კრების სხდომის ოქმი

სოფელ ორბეთში გამართული დასახლების საერთო კრების სხდომის ოქმი

სოფელ პანტიანში გამართული დასახლების საერთო კრების სხდომის ოქმი

სოფელ ღვევში გამართული დასახლების საერთო კრების სხდომის ოქმი

სოფელ ღოლოვანში გამართული დასახლების საერთო კრების სხდომის ოქმი

სოფელ შამთაში გამართული დასახლების საერთო კრების სხდომის ოქმი

სოფელ წვერში გამართული დასახლების საერთო კრების სხდომის ოქმი

სოფელ წყლულეთში გამართული დასახლების საერთო კრების სხდომის ოქმი

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3675
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1174
იან 14 კვ 2024
1737
იან 07 შბ 2023
4067
ოქტ 24 ორშ 2022
3547
 

2024 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
 
სიახლეები