31 იანვარს ენაგეთში, ამლივში, ახალ ზირბითში, დიდგორში, დრეში, ვანათში, ორბეთში, პანტიანში, ღვევში, ღოლოვანში, შამთაში, წვერსა და წყლულეთში გამართულ დასახლების საერთო კრებებს მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი ესწრებოდა. მერის მოადგილემ მოსახლეობას განუმარტა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესახებ ინფორმაცია და ადგილზე გაეცნო მათ პრობლემებსა და საჭიროებებს.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი გაორმაგდება და უკვე მიმდინარე წელს, 20 მილიონის ნაცვლად, სხვადასხვა მცირე მასშტაბის პროექტზე, 40 მილიონი ლარი დაიხარჯება.სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობის და შესრულების საერთო კოორდინაციას და მონიტორინგს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.
სოფელ ენაგეთში მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით სასმელი წყლის სისტემების მოწესრიგება გადაწყვიტა,
სოფელ ამლივის მოსახლეობამ სასმელი წყლის სისტემების და გზების მოწესრიგება,
სოფელი ახალი ზირბითის მოსახლეობამ წყაროს მოპირკეთება და გარე განათების მონტაჟი,
სოფელი დიდგორის მოსახლეობამ გარე განათების მონტაჟი,
სოფლების დრეს,ღვევის,შამთას,ღოლოვანის, ვანათის, მოსახლეობამ მისასვლელი საავტომობილო გზის მოწყობა,
სოფელი ორბეთის მოსახლეობამ ეკლესიამდე მისასვლელი საავტომობილო გზის მოწყობა,
სოფელი პანტიანის მოსახლეობამ სასმელი წყლის სისტემების მოწესრიგება,
სოფელი წვერის მოსახლეობამ პანტიანიდან წვერამდე მისასვლელი საავტომობილო გზის მოხრეშვა, ხოლო
სოფელი წყლულეთის მოსახლეობამ წყაროს მიმდებარე ტერიტორიის მოპირკეთება და გარე განათების მოწყობა აირჩია.
სოფელ ენაგეთში გამართული დასახლების საერთო კრების სხდომის ოქმი
სოფელ ამლივში გამართული დასახლების საერთო კრების სხდომის ოქმი
სოფელ ახალ ზირბითში გამართული დასახლების საერთო კრების სხდომის ოქმი
სოფელ დიდგორში გამართული დასახლების საერთო კრების სხდომის ოქმი
სოფელ დრეში გამართული დასახლების საერთო კრების სხდომის ოქმი
სოფელ ვანათში გამართული დასახლების საერთო კრების სხდომის ოქმი
სოფელ ორბეთში გამართული დასახლების საერთო კრების სხდომის ოქმი
სოფელ პანტიანში გამართული დასახლების საერთო კრების სხდომის ოქმი
სოფელ ღვევში გამართული დასახლების საერთო კრების სხდომის ოქმი
სოფელ ღოლოვანში გამართული დასახლების საერთო კრების სხდომის ოქმი
სოფელ შამთაში გამართული დასახლების საერთო კრების სხდომის ოქმი
სოფელ წვერში გამართული დასახლების საერთო კრების სხდომის ოქმი
სოფელ წყლულეთში გამართული დასახლების საერთო კრების სხდომის ოქმი