თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მუზეუმი გვაერთიანებს
21 მაი 2016
 

18 მაისს აღინიშნება მუზეუმების საერთაშორისო დღე. აღნიშნულთან დაკავშირებით 21 მაისს ააიპ ,,თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმ”- მა აქციის ,,ღამე მუზეუმში“ ფარგლებში , რომლის 2016 წლის საერთაშორისო დღის თემაა ,,მუზეუმები და კულტურული ლანდშაფტები", უმასპინძლა ღონისძიებას ,,მუზეუმი გვაერთიანებს“ .

ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა კულტურულ- შემეცნებითი აქტივობები, რომლებიც დილის 12:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე გაგრძელდა. სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ უფასოდ დაეთვალიერებინათ გამოფენები მუზეუმის კოლექციებიდან, მოესმინათ მოხსენებები სხვადასხვა საინტერესო თემაზე და გაცნობოდნენ ჩვენი მხარის მრავალფეროვან კულტურასა და ისტორიას.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ააიპ „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლა“ , ააიპ „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანება-კულტურის ცენტრი“ და კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლი „სალაღობო“.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4015
 
 
 
სიახლეები
 

2025 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები

 

Loading...