თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სოფლის განვითარების რიგით მეორე საგრანტო კონკურსი დაიწყო
30 ოქტ 2018
 

 30 ოქტომბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტისსოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტშიფარგლებში, ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის და თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფმა რიგით მეორე საგრანტო კონკურსის პირველი ეტაპი გამოაცხადა.
საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის მიერ შემუშავებული, 2018 – 2022 წწ. ადგილობრივი განვითარების სტრატეგიით განსაზღვრული ამოცანებისა და პრიორიტეტების შესაბამისად, მათ შორის:
გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების მართვა და კატასტროფის რისკის შემცირება
სასოფლო სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო ინიციატივების კონკურენტუნარიანობისა და მოდერნიზების მხარდაჭერა
სოფლად ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა
სოფლის ინფრასტრუქტურის განვითარება/რეაბილიტაცია

საგრანტო კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი განაცხადები უნდა შეესაბამებოდეს თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიას და ხელს უწყობდეს მის განხორციელებას. სტრატეგიით განსაზღვრული პრიორიტეტების, მიზნებისა და ამოცანების, ასევე სავარაუდო აქტივობების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის ვებგვერდზე (http://tetritskarolag.ge/strategy-ge/) ან მიიღოთ RDFG-ისა და თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის ოფისში, სოფელი ჯორჯიაშვილი, ბოგვი-ჯორჯიაშვილის გზატკეცილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი.

საგრანტო კონკურსი მოიცავს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს და მის ფარგლებში შემავალ ყველა თემსა და სოფელს. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც ფიზიკურ პირს/პირთა ჯგუფს, ასევე საქართველოში რეგისტრირებულ ნებისმიერ იურიდიულ პირსა და სახელმწიფო უწყებას/მის წარმომადგენლობებს, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში თითოეულ პროექტზე შესაძლებელია მაქსიმუმ 60,000 და მინიმუმ 1,000 ევროს (ექვივალენტით ლარში) ოდენობის დაფინანსების მიღება. საგრანტო კონკურსში სავალდებულოა თანამონაწილეობა, რომლის ოდენობა იცვლება აპლიკაციის სახეობის მიხედვით:
სოციალური პროექტები პროექტის საერთო ღირებულების 10%
სამეწარმეო პროექტები პროექტის საერთო ღირებულების 30%
საჯარო სექტორის პროექტები პროექტის საერთო ღირებულების 40%

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა პირველ ეტაპზე, უნდა წარმოადგინონ პროექტის იდეის განაცხადის ფორმა 2018 წლის 23 ნოემბრის, 18:00 საათამდე.

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3098
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1381
იან 14 კვ 2024
1910
იან 07 შბ 2023
4239
ოქტ 24 ორშ 2022
3693
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები