თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა
16 ნოემ 2015
 

2004 წლის 24 სექტემბერს საქართველოში ახალი აგრარული ტექნოლოგიების და საინფორმაციო-საკონსულტაციო სერვისის დანერგვის მიზნით, შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაცია კავშირი „აგროსერვისი“.

2004 წლიდან დღემდე, სხვადასხვა დონორისა და პარტნიორების დაფინანსებით განხორციელდა 15-მდე აგრარული პროექტი, გამოიცა რამოდენიმე წიგნი და საინფორმაციო ბროშურა სოფლის მეურნეობის თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ. ამჟამად, ორგანიზაცია არის Mercy Corps-international Georgia კონსორციუმის წევრი და ქვემო ქართლის რეგიონში მონაწილეობს ENPARD-ის პროგრამის განხორციელებაში.
პროექტის ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცირე მიწიან ფერმერებისთვის ახალი მრავალრენტაბელური კულტურების მოყვანის თანამედროვე მეთოდების დანერგვა-გავრცობის ხელშეწყობის მიზნით, “აგროსერვისს” დაგეგმილი აქვს UNPD - ის მიერ გამოცხადებულ მცირე გრანტების პროგრამაში მონაწილეობა. პროექტი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შერჩეული ბენეფიციარებისათვის თანამედროვე სისტემების გამოყენებით, კენკროვანი და ბოსტნეული კულტურების სასწავლო - სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობას. აღსანიშნავია, რომ სასწავლო სადემონსტრაციო ნაკვეთების ორგანიზების ხარჯებს დააფინანსებს UNPD და საჩუქრად გადასცემს მეპატრონეებს. პროექტის ფარგლებში ფერმერებს ჩაუტარდებათ კონსულტაციები და ტრენინგები, გადაეცემათ სპეციალურად შემუშავებული სახელძღვანელო. პროექტში ჩართული იქნება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თეთრიწყაროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური.
პროექტის მხარდაჭერის მიზნით, „აგროსერვისი“-ს წარმომადგენელი ირაკლი ჯავახიშვილი გამგეობაში შეხვდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელს ბესიკ წიკლაურს. შეხვედრას ესწრებოდნენ: გამგებლის პირველი მოადგილე ერეკლე კუხიანიძე, სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის სამსახურის უფროსი ვალერიან სუხიტაშვილი და თეთრიწყაროს სანფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის სპეციალისტი ირმა კოპაძე.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5023
 
 
 
სიახლეები
იან 00
1709
ივლ 02 ოთხ 2025
4040
ივნ 27 პარ 2025
3950
აგვ 12 სამ 2025
4247
ივლ 01 ორშ 2024
6883
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
იან 00
1709