თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ფესტივალი „პოეზიის ინტეგრალები“
20 ნოემ 2015
 

მიმდინარე წლის 13 ნოემბერს ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, დაიწყო სოფელ მარაბდაში სასმელი წყლის მაგისტრალის მოწყობის სამუშაოები.

აღნიშნული პროექტის ღირებულება ხელშეკრულებით 79976.86 ლარს შეადგენს, აქედან ადგილობრივი ბიუჯეტი - 59311.86 ლარი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით - 20665 ლარი. სამუშაოების დასრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულია მიმდინარე წლის 28 დეკემბერს. 
მარაბდის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებდა სასმელი წყლით მომარაგების პრობლემა, ვინაიდან დაზიანებული წყლის სისტემა ვერ უზრუნველყოფდა სასმელი წყლის საჭირო რაოდენობით მოსახლეობის მომარაგებას და დასახლებებს წყალი მიეწოდებოდა შეზღუდული გრაფიკით. პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ იდგა ზაფხულის პერიოდში. პროექტის განხორციელების შედეგად, მარაბდის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობა ისარგებლებს გაუმჯობესებული წყალმომარაგებით, შემცირდება წყლის დანაკარგები და გაიზრდება სასმელი წყლის მიწოდების გრაფიკი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3691
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1368
იან 14 კვ 2024
1903
იან 07 შბ 2023
4232
ოქტ 24 ორშ 2022
3682
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები