2 ოქტომბერს ქ. თეთრიწყაროში „ნიუ ჰოსპიტალსი“-ს ორგანიზებით და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა. დონორთა მიერ გაღებული სისხლი გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე პაციენტებს მოხმარდებათ.
აქციაში მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა.