თეთიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთში სასმელი წყლის მიწოდების გარეშე დარჩენილ ერთ უბანზე წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. შედეგად სოფლის მოსახლეობას მოუგვარდება სასმელი წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემა.
მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ მალხაზ სამაშვილმა, მერის მოადგილემ ბერდია ხვისტანმა და ააიპ თეთრიწყარო წყალის დირექტორმა გიორგი გოცირიძემ. სამუშაოებს ახორციელებს ააიპ „თეთრიწყარო წყალი“.