საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქვემო ახალშენში მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ნანგრევების არქეოლოგიური შესწავლა და გაწმენდა მიმდინარეობს. გასუფთავდა ტაძრის სამხრეთი მინაშენი, ჩრდილოეთ მინაშენის ნაწილი და მოხდა ტაძრის სამი პერიმეტრის შესწავლა. სამშენებლო ფენების შესწავლის შედეგად დადგინდა მშენებლობის პერიოდი: ტაძარი თავდაპირველად აშენებულია დაახლოებით VII საუკუნეში, შემდგომ აღდგენილია ადრეულ შუა საუკუნეებში და განახლებულია მისი სამხრეთი მინაშენი, ხოლო შუა საუკუნეების გვიან ეტაპზე კვლავ დანგრეულა.
გაწმენდითი სამუშაოების შედეგად აღმოჩნდა სამხრეთ მინაშენის განახლების დროს აშენებული მე-13 საუკუნის კანკელი, რომელიც მიმობნეული იყო სამხრეთ-ჩრდილოეთ და გარე პერიმენტრზე. აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა განთავსდა ქ.თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
გათხრების შედეგად ასევე აღმოჩნდა განვითარებული შუა საუკუნეების ჭურჭელის ფრაგმენტები, გაიწმინდა სამხრეთ მინაშენში 2 სამარხი, რომელშიც აღმოჩნდა კერამიკა და დაფიქსირდა 6 ზრდასრულის და 4 ბავშვის უსისტემოდ იყო მიმოფანტული ჩონჩხები, რაც მიანიშნებს, რომ ისინი არ არიან დაკრძალულნი, არამედ ტაძრის ნგრევის შედეგად არიან გარდაცვლილნი. არქეოლოგები ნგრევის მიზეზად 1283 წელს საქართველოში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას ვარაუდობენ.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტის ქეთევან დიღმელაშვილის ინფორმაციით, არქეოლოგიური შესწავლის პირველი ეტაპი დასრულდა. არქეოლოგები საინტერესო აღმოჩენებს ელოდებიან შემდგომ ეტაპზე ჩრდილოეთ მინაშენის შესწავლის შედეგად, რომელიც თავდაპირველი მშენებლობის შემდგომ არ განახლებულა.
ქვემო ახალშენში მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას 2006 წელს მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
სიახლეები
ახალი არქეოლოგიური აღმოჩენები თეთრიწყაროში
10 აგვ 2018
მნახველთა რაოდენობა: 4790
დატოვეთ კომენტარი (0)
სიახლეები
სექ 20 პარ 2024
600
სექ 02 ორშ 2024
759
აგვ 06 სამ 2024
971
ივლ 29 ორშ 2024
1171