თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

საინფორმაციო შეხვედრა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში
13 ივლ 2018
 

   13 ივლისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მონაწილეობით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში განიხილეს მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის წესი და იმსჯელეს სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესის დაგეგმვის და საბჭოს დებულებით განსაზღვრული, სამომავლოდ გასატარებელი სხვა ღონისძიებების შესახებ. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 მაისის №226 დადგენილებით, საბჭოს უფლებამოსილებას განეკუთვნება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზის განხორციელება გენდერულ ჭრილში და საჭიროების შემთხვევაში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება, გენდერული თანასწორობის მისაღწევად, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის ცალკეული ღონისძიებების შემუშავება/ დაგეგმვა, გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაციის განხილვა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და .. დეტალურად იხილეთ: https://matsne.gov.ge/ka/document/download/4204944/0/ge/pdf

შეხვედრას ესწრებოდნენ: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ მუხაშვრია, ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი ელენე რუსეცკაია და გენდერულ საკითხთა ექსპერტი მაია კუპრავა და მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4137
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1381
იან 14 კვ 2024
1910
იან 07 შბ 2023
4239
ოქტ 24 ორშ 2022
3693
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები