თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მერიაში ეკონომიკური განვითარების გეგმაზე მუშაობა მიმდინარეობს
05 ივლ 2018
 

  5 ივლისს დაბა მანგლისის საზოგადოებრივ ცენტრში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავების მიმდინარე პროცესი განიხილეს.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი 2018 წელს შეუერთდა ევროკავშირის ინიციატივასმერები ეკონომიკური ზრდისთვისდა აიღო ვალდებულება სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნეს სექტორის, არასამათავრობო ორგანიზაციების, ახალგაზრდების, მცირე მეწარმეების აქტიური ჩართულობით, შეიმუშავოს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სამოქმედო გეგმა, რომელიც სრულყოფილად უნდა ასახავდეს საზოგადოების ინტერესებს და განვითარების სასურველ მიმართულებებს.

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავების პროცესი ითვალისწინებს კონსულტაციებს ყველა დაინტერესებულ მხარეებთან. მოსახლეობამ სპეციალური კითხვარის საშუალებით წარმოადგინა საკუთარი ხედვები და მოსაზრებები მუნიციპალიტეტის განვითარების შესახებ.

მერები ეკონომიკური ზრდისთვისინიციატივის მიზანია, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მერებისა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა ადგილობრივ დონეზე, რათა მათ აქტიურად შეუწყონ ხელი ეკონომიკურ განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, კერძო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის გზით.

ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები ეტაპობრივად გაიმართება მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებებშიც.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4447
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
იან 00
1735
ივლ 02 ოთხ 2025
4073
ივნ 27 პარ 2025
3984
აგვ 12 სამ 2025
4273
ივლ 01 ორშ 2024
6911
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
იან 00
1735