თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551 24 52 94 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ლიტვის განვითარების ჯგუფის ქსელის წევრების ვიზიტი
28 ივნ 2018
 

  ლიტვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ქსელის თავმჯდომარე ლიგიტა სმაგურაუსკაინე და წევრი პოვილას საულევიუსი ასოციაციასამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსათვისწარმომადგენლებთან ერთად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში ვიზიტით იმყოფებოდნენ.

ლიტველი სტუმრები ადგილზე გაეცნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის წესს და მიიღეს ინფორმაცია სამომავლო გეგმების და განვითარების სტრატეგიული მიმართულებების შესახებ, ამასთანავე თვითმმართველობის წარმომადგენლებს ლიტვური LAG-ების და მუნიციპალიტეტების ერთობლივი მუშაობის გამოცდილებები გაუზიარეს.

შეხვედრაზე სამომავლო პარტნიორული ურთიერთობების დამყარების და კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროში გაცვლითი პროგრამების შემუშავების მიზნით, ორმხრივი თანამშრომლობის სურვილი გამოითქვა.

აღსანიშნავია რომ 2017 წლის აგვისტოში, ევროკავშირისლიდერმიდგომაზე დაყრდნობით თეთრიწყაროში შეიქმნა პლატფორმა, რომელიც აერთიანებს სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს და ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შესაბამისად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. RDFG-სა და თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის (LAG) მმართველობითი საბჭოს წარმომადგენლებმა ლიტვაში, გაცვლით სასწავლო ვიზიტშიც მიიღეს მონაწილეობა. ერთი კვირის განმავლობაში ქართული დელეგაცია ლიტვის 7 მუნიციპალიტეტის განვითარების ჯგუფებს სტუმრობდა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4145
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1176
იან 14 კვ 2024
1739
იან 07 შბ 2023
4069
ოქტ 24 ორშ 2022
3550
 

2024 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
 
სიახლეები