თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მერიაში შშმ პირთა შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
27 ივნ 2018
 

  სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით, 27 ივნისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში, ორგანიზაციამ ,,ინიციატივა რეგიონალური განვითარებისთვისპროექტის ,,ერთად ერთმანეთისთვისფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გამართა ადგილობრივი თვითმმართველობის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შშმ ბავშვთა მშობლებთან ერთად იმსჯელეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების შესახებ და პრობლემების გადაჭრის მიზნით, განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გზით, მუნიციპალიტეტში ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის დღის ცენტრის დაარსების შესაძლებლობა.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება 2018 წლის თებერვლიდანინიციატივა რეგიონალური განვითარებისთვისმიერ პარტნიორ ორგანიზაციასთანბავშვი,ოჯახი, საზოგადოებაერთად და მიზნად ისახავს შშმ ბავშვთა განვითარების ხელშემწყობ სოციალურ საკითხებზე ადგილობრივი თვითმმართვლობის ინფორმირებას და ამ კატეგორიის ბავშვთა საჭიროებების ასახვას ადგილობრივ ბიუჯეტში.

საინფორმაციო შეხვედრას ესწრებოდნენ: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლია ზურებიანი, ააიპ " შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების ფონდი" - ხელმძღვანელი გოჩა კაპანაძე და პროექტის მოსარგებლეები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4024
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1380
იან 14 კვ 2024
1909
იან 07 შბ 2023
4238
ოქტ 24 ორშ 2022
3691
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები