თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ლიტვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრების ვიზიტი
26 ივნ 2018
 

 26 ივნისს, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტისსოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტშიფარგლებში, თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფს (TT LAG) ესტუმრნენ ლიტვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ქსელის თავმჯდომარე ლიგიტა სმაგურაუსკაინე და წევრი პოვილას საულევიუსი. პროექტის ფარგლებში, შეხვედრას ფასილიტაციას უწევდა ასოციაცია "სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG)".

თეთრიწყაროს ლაგის საჯარო, სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა და ლიტველმა სტუმრებმა განიხილეს თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ფუნქციონირებისა და LEADER მიდგომის განხორციელების მიზნები და საფუძვლები. თეთრიწყაროს მერის პირველმა მოადგილემ მალხაზ სამაშვილმა, სტუმრებს გააცნო მუნიციპალიტეტის მუშაობის სტრუქტურა და მათი თანამშრომლობის არსი ადგილობრივი განვითარების ჯგუფებთან, როგორც ნაციონალურ, ისე საერთაშორისო დონეზე.

ლიტვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ქსელის ვიზიტის მიზანს თეთრიწყაროში, ENPARD პროექტის მსვლელობის მონიტორინგი წარმოადგენდა. ისინი აქტიურად აკვირდებოდნენ მუშაობის პროცესებს, დისკუსიის ფარგლებში სტუმრებს თეთრიწყაროს ლაგის წევრებთან გასაუბრების საშუალება მიეცათ რათა უკეთ გაცნობოდნენ, თუ რამდენად დიდ როლს თამაშობს თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის გამართული ფუნქციონირება ადგილობრივი პრობლემების იდენტიფიცირებისა და მოგვარების პროცესში. მონიტორინგის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო LEADER მიდგომის პრინციპებს, აღნიშნული მიდგომის ეფექტურობას და მისი გამოყენებით სოფლის განვითარების პროცესების ხელშეწყობას.

RDFG- პროექტისოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტშისოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD -ის მეორე ფაზის ფარგლებში ხორციელდება. ENPARD II სოფლის განვითარების ევროპულ მოდელსლიდერს“ (LEADER) იყენებს. მისი მიზანია, სოფლის განვითარებაში ჩართოს ადამიანები, როგორც განმახორციელებელი პირები და არა როგორც მოსარგებლეები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4610
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
იან 00
1735
ივლ 02 ოთხ 2025
4073
ივნ 27 პარ 2025
3984
აგვ 12 სამ 2025
4273
ივლ 01 ორშ 2024
6911
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
იან 00
1735