თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მერიაში ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავება მიმდინარეობს
18 ივნ 2018
 

  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში აქტიურად მიმდინარეობს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავების პროცესი.

 18 ივნისს გამართულ შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფმა განიხილა პირველადი დოკუმენტი და იმსჯელეს პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომელიც შემდგომ ასახული იქნება გეგმაში. აღსანიშნავია, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი 2018 წლიდან შეუერთდა ევროკავშირის ინიციატივასმერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG), რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა), რათა მათ აქტიურად შეუწყონ ხელი ეკონომიკურ განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ეკონომიკური, სოციალური და კულტურული თანამონაწილეობის, საზოგადოების კეთილდღეობის მიღწევისა და ცხოვრების დონის ამაღლებისათვის.

ინიციატივის მონაწილე მუნიციპალიტეტებისთვის ადგილობრივი ხელისუფლებისა და მისი პარტნიორების მიერ შეიმუშავებული განვითარების გეგმა მიმართული უნდა იყოს კერძო სექტორის ზრდისაკენ, რათა ხელი შეეწყოს ადგილობრივ განვითარებასა და დასაქმებას.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3888
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1380
იან 14 კვ 2024
1909
იან 07 შბ 2023
4238
ოქტ 24 ორშ 2022
3691
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები