თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თეთრიწყაროს №1 საჯარო სკოლის წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოვება
15 ივნ 2018
 

  15 ივნისს  ქალაქ თეთრიწყაროს №1 საჯარო სკოლის დირექციამ წარმატებულ მოსწავლეებს მადლობა გამოუცხადა გაწეული შრომისათვის და სიგელებით დააჯილდოვა.

მადლობის სიგელი გადაეცა 2017-2018 სასწავლო წლის აკადემიური მიღწევის მაღალი დონით დამთავრებისთვის V-XI კლასის 20  მოსწავლეს , ეროვნული საგნობრივი ოლიმპიადის, 72-ე შემოქმედებითი კონფერენციის , კონკურსი „კალიგრაფიის მარგალიტების “, ინტელექტჩემპიონატი „ეტალონის“ 2017-2018, ინტელექტუალური თამაში „რა, სად, როდის?“, ინგლისური ენის ეროვნული მართლწერის კონკურსში განსაკუთრებულად თავის გამოჩენისთვის დაჯილდოვდა 25 მოსწავლე, 2017-2018 სასწავლო წლის განმავლობაში სასკოლო-სასწავლო შემოქმედებით ღონისძიებათა გარემოს მოწყობა-გაფორმებაში აქტიური მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 15 მოსწავლე, კლასგარეშე ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობის ფურცელი გადაეცა 11 მოსწავლეს, ასევე დაჯილდოვდნენ სიგელებით სხვადასხვა ნომინაციებში „პატარა სპორტსმენი“, „ხელმარჯვე ოსტატი“, „პატარა მსახიობი“, „მხატვრული კითხვის ოსტატი“  და გარეშე სპორტულ ჩემპიონატებში მიღწეული წარმატებებისთვის 24 მოსწავლე.

დაჯილდოვებას ესწრებოდნენ: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, მერის მოადგილეები მალხაზ სამაშვილი და ბერდია ხვისტანი, ქ.თეთრიწყაროს №1 საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5702
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
იან 00
1735
ივლ 02 ოთხ 2025
4073
ივნ 27 პარ 2025
3985
აგვ 12 სამ 2025
4274
ივლ 01 ორშ 2024
6912
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
იან 00
1735