თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

კონკურსი „საქართველოს მოხალისე“ 2018 დაიწყო
14 ივნ 2018
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტი, მოხალისეობის განვითარების პროგრამის – “საქართველოს მოხალისეს” ფარგლებში, მიმდინარე წლის 6 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით აცხადებს კონკურსს  16-დან 25 წლამდე მოხალისეების შერჩევის მიზნით (თითო მუნიციპალიტეტიდან შეირჩევა 2 მოხალისე).

კონკურსის პირველი ეტაპი

კონკურსის პირველ ეტაპზე, პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა ახალგაზრდებმა, მიმდინარე წლის 5 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით   რეგიონების მიხედვით უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა, რომელიც განთავსებულია  ვებგვერდზე http://youth.indygo.ge/ კონკურსის მეორე ეტაპზე გადავლენ სააპლიკაციო ფორმების საფუძველზე შერჩეული კანდიდატები.

 კონკურსის მეორე ეტაპი

კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან მოხდება გასაუბრება.  შერჩევაში მონაწილეობას მიიღებენ სამინისტროს მიერ შერჩეული პროგარამის საკოორდინაციო არასამთავრობო ორგანიზაციები, რის შედეგადაც თითოეულ მუნიციპალიტეტში გამოვლინდება 2 გამარჯვებული.

 შერჩევისას გათვალისწინებული იქნება შემდეგი ფაქტორები

o მოხალისეობა და მოხალისეების რეკრუტირება;

o კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები;

o საჯარო ინსტიტუტებთან ურთიერთობის ფორმები;

o პროექტების წერა და ფონდების მოზიდვა;

o და მოხალისეობის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

 ტრენინგ-სემინარის დასრულებისას თითოეულ მოხალისეს გადაეცემა ტრენინგ-სემინარის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი და წლის ბოლომდე  მიენიჭება „საქართველოს მოხალისის“ სტატუსი.

  დამატებითი ინფორმაციისთვის და კონკურსში რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმული

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5136
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1921
იან 00
2949
ივლ 02 ოთხ 2025
5402
ივნ 27 პარ 2025
5228
აგვ 12 სამ 2025
5769
 

2026 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1921