თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

„კალიგრაფიის მარგალიტები“ ფარგლებში დაჯილდოვება გაიმართა
07 ივნ 2018
 

  7 ივნისს დაბა მანგლისში ქვემო ქართლის რეგიონალური კონკურსის ,,კალიგრაფიის მარგალიტებიფარგლებში, გამარჯვებულ კონკურსანტთა ნამუშევრების გამოფენა და დაჯილდოვება გაიმართა.
  კონკურსში ქვემო ქართლის რეგიონის შვიდივე მუნიციპალიტეტის კერძო და საჯარო სკოლების II-XII კლასის 800-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. მათგან 64 გამარჯვებული გამოვლინდა აქედან 4 თეთრიწყაროს №1 საჯარო სკოლის VII-XI კლასის მოსწავლეები: მარიამ ბურდული, თათია ძირკვაძე, მაია თევდორაშვილი და ლიკა ძირკვაძე.
  პროექტის მიზანია, კალიგრაფიის ხელოვნების პოპულარიზაცია, მოსწავლეთათვის ტრადიციული ქართული კალიგრაფიის გაცნობა, ქართული კალიგრაფიის და ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივება; ეროვნული უმცირესობების ქართულ დამწერლობასთან, ენასთან, კულტურასთან და საზოგადოებასთან ინტეგრირების ხელშეწყობა. ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების დამეგობრება და ახალგაზრდების შემოქმედებითი უნარების კონკურენტულ პირობებში წარმოჩენა და განვითარება.
  პროექტის ორგანიზატორია ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია და რუსთავის სკოლალაზარე“.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბერდია ხვისტანი, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი მოსახლეობა.

„კალიგრაფიის მარგალიტები“ ფარგლებში დაჯილდოვება გაიმართა

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5237
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
იან 00
1735
ივლ 02 ოთხ 2025
4073
ივნ 27 პარ 2025
3985
აგვ 12 სამ 2025
4274
ივლ 01 ორშ 2024
6912
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
იან 00
1735