26 მაისის კვირეულის ფარგლებში ქალაქ თეთრიწყაროში ფეხბურთის ჩემპიონატი გაიმართა. ჩემპიონატში მონაწილეობას იღებდნენ: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის, თეთრიწყაროს სახანძრო-სამაშველო განყოფილების, ააიპ „თეთრიწყაროს სპორტული სკოლის“ და შ.პ.ს „ჯავახავტოგზის“ საფეხბურთო გუნდები.
მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია, სადაც გამარჯვებული გუნდები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა დააჯილდოვეს.
პირველი ადგილი თეთრიწყაროს სახანძრო-სამაშველო განყოფილებამ მეორე - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიამ, ხოლო მესამე ადგილი ააიპ „თეთრიწყაროს სპორტული სკოლის“ საფეხბურთო გუნდმა მოიპოვა.