თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

კოდაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტი განიხილეს
24 მაი 2018
 

24 მაისს კოდის საზოგადოებრივ ცენტრში, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინიციატივით, სოფელ კოდის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო.

შეხვედრას წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი, ადგილობრივი მოსახლეობა და მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

პროექტის მიზანია წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია და გაფართოება. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა ითვალისწინებს:

 ახალი ქსელის მოწყობას;

7 ჭაბურღილისა და 900³ მოცულობის რეზერვუარის მშენებლობას;

სატუმბი სადგურისა და 500 სიგრძის წყლის გადამცემი ქსელის მოწყობა, რომლის მეშვეობითაც მოხდება ჭაბურღილიდან მოპოვებული წყლის რეზერვუარში გადაცემა და

საქლორატოროს მშენებლობა სადაც მოხდება სასმელი წყლის დეზინფექცია.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5107
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1918
იან 00
2949
ივლ 02 ოთხ 2025
5401
ივნ 27 პარ 2025
5228
აგვ 12 სამ 2025
5769
 

2026 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1918