თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მერიაში საინიციატივო ჯგუფების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა
24 მაი 2018
 

მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტითეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ახორციელებს პროექტსადგილობრივი თემი და ხელისუფლება განვითარებისთვის“, რომელიც მიზნად ისახავს თემის მდგრადი განვითარების შესაძებლობების შექმნას ადგილობრივ პრობლემებზე მოსახლეობის და ხელისუფლების ერთობლივი რეაგირების გზით.

პროექტის ფარგლებში, 24 მაისს მუნიციპალიტეტის მერიაში ადგილობრივი თვითმმართველობის, „მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი” - წარმომადგენლებმა და სოფლების: გოლთეთისა და დიდი თონეთის საინიციატივო ჯგუფების წევრებმა განიხილეს აღნიშნულ დასახლებებში არსებული პრობლემები და საჭიროებები. სამიზნედ შერჩეულ სოფლებში პირველ ეტაპზე, თემის მიერ ჩამოყალიბდა საინიციატივო ჯგუფები, მათ მიერ ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით განხორციელდა ადგილობრივი პრობლემის გამოვლენა და ანალიზი, შემდგომ ეტაპზე საინიციატივო ჯგუფების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მოხდება პრობლემების გადაწყვეტის სტრატეგიების შემუშავება და შერჩეული პრობლემების მოგვარების მიზნით, კონკრეტული ღონისძიებების გატარება სამიზნე თემის, კავკასიური ინსტიტუტის და ადგილობრივი ხელისუფლების თანამონაწილეობით.

პროექტი საქართველოს 12 მუნიციპალიტეტის 24 სოფელში ხორციელდება, პროექტის ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში შერჩეულ იქნა 2 სამიზნე სოფელი: გოლთეთი და დიდ თონეთი.

 შეხვედრას ესწრებოდნენ: მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი, „მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი”- წარმომადგენლები: თიკო ტყეშელაშვილი, ირმა ზურაბაშვილი, მერაბ ცინდელიანი და საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4382
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1397
იან 14 კვ 2024
1925
იან 07 შბ 2023
4253
ოქტ 24 ორშ 2022
3705
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები