თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

RDFG-ის ოფისში სოფლის განვითარების პრიორიტეტებზე იმსჯელეს
17 მაი 2018
 

 17 მაისს ასოციაცია "სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის" (RDFG) თეთრიწყაროს ოფისში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის " სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში" ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, კულტურისა და სპორტის სამინისტროების და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია სოფლის განვითარების ახალი კონცეფციის დანერგვასა და განხორციელებასთან დაკავშირებით მიღწეულ პროგრესზე, მოისმინეს მათი მოსაზრებები და წინადადებები. შეხვედრაზე განხილულ იქნა აგრეთვე სახელმწიფო პროგრამები და ინიციატივები, რომლის მიზანია სოფლის განვითარების ხელშეწყობა ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიცირებით, სოციალური და საჯარო სერვისების გაუმჯობესებით, დასაქმების ზრდისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვით.

 შეხვედრაზე მონაწილეებმა იმსჯელეს ეკონომიკურ, გარემოსდაცვით და სოციალურ გამოწვევებზე, სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიასა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის განვითარების პრიორიტეტების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოფლად ტურიზმის განვითარების და სოფლის განვითარებაში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის საკითხებს. აღსანიშნავია, რომ თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფი ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა და ერთ-ერთია საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი რვა ადგილობრივი განვითარების ჯგუფიდან. 

შეხვედრა ორგანიზებული იყო ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით. შეხვედრას ესწრებოდნენ: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, მეწარმეები, არასამთავრობო სექტორის, (RDFG)-ის თეთრიწყაროს ოფისის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3878
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1397
იან 14 კვ 2024
1925
იან 07 შბ 2023
4253
ოქტ 24 ორშ 2022
3705
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები