თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

გიორგი ქორიძე გენდერული თანასწორობის ეროვნულ კონფერენციას დაესწრო
15 მაი 2018
 

  15 მაისს ქ. თბილისში, ადგილობრივ თვითმმართველობებში გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით, პირველი ეროვნული კონფერენცია გაიმართა. 

 ღონისძიებას ესწრებოდნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე და საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე. შეხვედრა გახსნეს და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ მუნხტუია ალთანგელერმა. 

 შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს გენდერული თანასწორობის საკითხები ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე, საკანონმდებლო ჩარჩო და საერთაშორისო გამოცდილება, გენდერული თანასწორობის ეროვნული სამოქმედო გეგმა, მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოების და გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირების უფლება-მოვალეობები, ადგილობრივ თვითმმართველობებში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები.

 კონფერენცია ჩატარდა საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და საქართველოს თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ინიციატივით, ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტისა (NDI) და გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით. 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3981
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1394
იან 14 კვ 2024
1922
იან 07 შბ 2023
4251
ოქტ 24 ორშ 2022
3704
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები