თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა
04 მაი 2018
 

  2018 წლის 4 მაისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს, საზოგადოებრივი მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა .

   საბჭოს თავმჯდომარემ, გულიკო შოშიტაშვილმა წარადგინა საბჭოს მუშაობის სტრუქტურის, სტრატეგიისა და ანგარიშის დოკუმენტის პროექტის პრეზენტაცია. ასევე, მან დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საბჭოს წევრებს სათათბირო ორგანოს, როგორც ინსტრუმენტის მნიშვნელობასა და უფლებამოსილების შესახებ. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2018 წლის კულტურის სტრატეგიის განხორციელების მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა და 2019 წლის სამოქმედო გეგმის ძირითადი პრიორიტეტები საბჭოს განსახილველად წარუდგინა განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსმა ფატიმა შავაძემ. 2018 წლის ინფრასტრუქტურული პროექტები მიმოიხილა ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსმა - ნატო ალთუნაშვილმა.

   თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსათვის სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხი საბჭოს წევრებს და დამსწრე საზოგადოებას გააცნო მერის პირველმა მოადგილემ, მალხაზ სამაშვილმა.

   საბჭოს სხდომა ინტერაქტიულად წარიმართა. სამოქალაქო მრჩევლებმა მერიის მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე თავისი მოსაზრებებისა და შენიშვნების მოსამზადებლად გონივრული ვადა ითხოვეს.

   თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის საზოგადოებრივი მრჩეველთა საბჭო სამუშაოდ ერთ თვეში შეიკრიბება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4229
 
 
დატოვეთ კომენტარი (0)
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1397
იან 14 კვ 2024
1925
იან 07 შბ 2023
4253
ოქტ 24 ორშ 2022
3705
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები