თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თეთრიწყაროში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები განიხილეს
04 აპრ 2018
 

  4 აპრილს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების შესახებ ტრენინგი გაიმართა. სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა სპეციალისტმა ხათუნა გოცირიძემ და სააგენტოს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ ხიდაშელმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია საცხოვრებელ სახლებსა და შენობებში, სასოფლო-სამეურნეო და საკარმიდამო მიწის ნაკვეთებში მავნებელთან ბრძოლის მექანიკური მეთოდების, ქიმური ღონისძიებების, ბიოლოგიური ინსექტიციდების და სხვა ალტერნატიული მეთოდების გამოყენების შესახებ, აგრეთვე განიხილეს უსაფრთხოების ზოგადი წესები მავნებელ მწერთან ბრძოლისას.

 შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია და დაისვა კითხვები საკითხთან დაკავშირებით. მერის წარმომადგენლებს მავნებელთან ბრძოლის მეთოდებზე, მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირების რეკომენდაცია მიეცათ. 

  შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერიის თანამშრომლები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, თეთრიწყაროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლები. 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3967
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1398
იან 14 კვ 2024
1926
იან 07 შბ 2023
4253
ოქტ 24 ორშ 2022
3705
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები