თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სოფელ ასურეთში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
29 მარ 2018
 

 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში 70 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი აშენდა, შენობა აღიჭურვა სათანადო ინვენტარით, კეთილმოეწყო ეზო და დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები. თანამედროვე და კეთილმოწყობილი ახალი საბავშვო ბაღი მოემსახურება მიმდებარე დასახლებების აღსაზრდელებსაც. აღსანიშნავია, რომ ბაღის შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის. 

ახალი შენობა 29 მარტს საზეიმო ვითარებაში გახსნეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ჩანქსელიანმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გოჩა თედორაძემ. 

ასურეთის საბავშვო ბაღის მშენებლობის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს: 374 303 ლარს, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან- 348 415 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან - 25 888 ლარი

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5372
 
 
 
სიახლეები
იან 00
1735
ივლ 02 ოთხ 2025
4073
ივნ 27 პარ 2025
3985
აგვ 12 სამ 2025
4274
ივლ 01 ორშ 2024
6912
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
იან 00
1735