თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ გულიკო შოშიტაშვილი აირჩიეს
28 მარ 2018
 

 28 მარტს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა ხმათა უმრავლესობით თავმჯდომარედ აირჩიეს არასამთავრობო ორგანიზაციის ,,საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე გულიკო შოშიტაშვილი. 

საბჭოს ახალი შემადგენლობა დაკომპლექტდა არჩევნების გზით, მოსახლეობას საშუალება ჰქონდა საკუთარი თემიდან წარედგინა წევრობის კანდიდატი. საბჭოს შემადგენლობაში ასევე შედიან მეწარმე იურიდიული პირები, არასამთავრობო ორგანიზაციების და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები. საბჭო უფლებამოსილია მოამზადოს და განიხილოს წინადადებები შესაბამის თვითმმართველ ერთეულში არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ; თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებიდან მიიღოს მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტები, ცნობები და მუშაობისათვის საჭირო სხვა მონაცემები; გამოხატოს დამოუკიდებელი პოზიცია თეთრიწყაროს მუნიციაპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალობისა და თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის მიმართ; მონაწილეობა მიიღოს თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვების და საზოგადოებრივი განხილვების ჩატარების ორგანიზებაში; უზრუნველყოს სისტემატური ურთიერთობანი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან და მონაწილეობა მიიღოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების პროცესში. 

მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ გულიკო შოშიტაშვილი აირჩიეს

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3967
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1398
იან 14 კვ 2024
1927
იან 07 შბ 2023
4254
ოქტ 24 ორშ 2022
3705
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები