თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მერიამ მომავალი წლის პრიორიტეტებზე მუშაობა დაიწყო
28 მარ 2018
 

  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მომავალი წლის პრიორიტეტების დოკუმენტის შემუშავების მიზნით, 28 მარტს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 

ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ბიუჯეტის დაგეგმარების პროცესის გამჭვირვალობის და პრიორიტეტების განსაზღვრის ეფექტური მეთოდების შესახებ, შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა მოწვეულმა ექსპერტმა - საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა დავით ხოსრუაშვილმა.

 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მომავალი წლის პრიორიტეტების დოკუმენტის შემუშავება მოხდება ყველა დასახლებულ პუნქტში ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვის გზით, რომლიც საფუძველზეც განისაზღვრება პრიორიტეტები თითოეული დასახლებული პუნქტის დონეზე.

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტი არის ადმინისტრაციული ერთეულების განვითარების ძირითადი გეგმა, რომელიც ასახავს ინფორმაციას საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების შესახებ. დოკუმენტის მომზადების მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო ყოველი წლის 1 მარტიდან იწყებს მუშაობას, რისთვისაც მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განისაზღვრა სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა, პრიორიტეტების შედგენისათვის წარსადგენი ინფორმაციის ნუსხა და წარდგენის ვადები. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად შედიან მერის სათათბირო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები. 

მერიამ მომავალი წლის პრიორიტეტებზე მუშაობა დაიწყო

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3893
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ოთხ 2025
2658
ივნ 27 პარ 2025
2537
აგვ 12 სამ 2025
2769
ივლ 01 ორშ 2024
5523
იან 14 კვ 2024
5518
 

2026 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები
ნოემ 27 ხუთ 2025
815