თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მდინარე ხრამის მართვის გეგმის მოსამზადებელი სამუშაოების განხილვა
23 მარ 2018
 

 23 მარტს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუს აღმოსავლეთის პარტნიორობისათვის“ ფარგლებში, ადგილობრივი ხელისუფლების და პროექტის წარმომადგენლების მონაწილეობთ, პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პროექტი მიზნად ისახავს წყლის რესურსების, კერძოდ ტრანსსასაზღვრო მდინარეების, მათ შორის მდინარე ხრამის აუზის მართვის გეგმის შემუშავებას და წყლის ხარისხის ამაღლებისათვის საჭირო გრძელვადიანი ინსტრუმენტების შექმნას. 

შეხვედრაზე განიხილეს საკვლევი წყლის ობიექტის შესწავლის მიზნით, სამომავლოდ განსახორციელებელი კონკრეტული სამუშაოები, რაც პირველ ეტაპზე გულისხმობს არსებული მონაცემების შეგროვებას და ანალიზს, რომლის საფუძველზეც, მოხდება პრობლემების, რომლებიც საფრთხეს უქმნიან წყლის ეკოსისტემებს, იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების მოძიება. 

პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების და ყველა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით, შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს საპილოტე მდინარეთა აუზების მართვის 6 წლიან სამოქმედო გეგმას. სამუშაოების პირველი ეტაპი ზაფხულის პერიოდში დაიწყება. 

„ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუს აღმოსავლეთის პარტნიორობისათვის“ პროექტი მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს წყლის რესურსების მართვის სფეროში ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოებაში, ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის პრინციპების შესაბამისად.

შეხვედრას ესწრებოდნენ: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი, მერის მოადგილე ბერდია ხვისტანი, პროექტის კოორდინატორი ზურაბ ჯინჭარაძე, ექსპერტები - იუნონა ვიდენინა და იანიკ პოშონი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, საქართველოს მელიორაციის წარმომადგენლები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4527
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1920
იან 00
2949
ივლ 02 ოთხ 2025
5402
ივნ 27 პარ 2025
5228
აგვ 12 სამ 2025
5769
 

2026 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1920