22 მარტს, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მასშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართა.
ქალაქ თეთრიწყაროს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეების, შპს "თეთრიწყაროს დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური"-ს და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლების მონაწილეობით, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან დასუფთავდა მდინარე ჭივჭავის მიმდებარე ტერიტორია.