თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

გაცნობითი შეხვედრა პროექტ „განავითარე შენი რეგიონი“-ს ფარგლებში
16 მარ 2018
 

 „განავითარე შენი რეგიონი“ პროექტის ფარგლებში, 16 მარტს სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი  გიორგი ქორიძე, მერის მოადგილე ლია ზურებიანი,  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ მუხაშავრია, პროექტის ორგანიზატორი გიგა გლუნჩაძე და ქალაქ თეთრიწყაროს პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები  ესწრებოდნენ.

პროექტი, რომელიც სკოლის მოსწავლეების და სტუდენტების ჩართულობით საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში ხორციელდება,  მიზნად ისახავს ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობით, მუნიციპალიტეტებში სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული და ტურისტული განვითარების ახალგაზრდული ინიციატივების შემუშავებას და განხორციელებას.

გიორგი ქორიძე იდეების  განხორციელებისათვის   მაქსიმალურ მხარდაჭერას დაპირდა ახალგაზრდებს და მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობის აუცილებლობაზე  საკუთარი მოსაზრებები  გაუზიარა.

ახალგაზრდული ინიციატივების შემუშავების მიზნით,  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მონაწილეობით შეიქმნება სამუშაო ჯგუფები.

გაცნობითი შეხვედრა პროექტ „განავითარე შენი რეგიონი“-ს ფარგლებში

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4266
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ოთხ 2025
2666
ივნ 27 პარ 2025
2545
აგვ 12 სამ 2025
2777
ივლ 01 ორშ 2024
5536
იან 14 კვ 2024
5531
 

2026 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები
ნოემ 27 ხუთ 2025
815