თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

შეხვედრა სოფელ მაწევნის მოსახლეობასთან
20 თებ 2018
 

  2018 წელს სოფელ მაწევანში მისასვლელი და შიდა საავტომობილო  გზის მოასფალტების სამუშაოები დაიწყება. აღსანიშნავია, რომ  სოფლამდე მისასვლელი  გზა სრულად ამორტიზებულია და წლების განმავლობაში მოსახლეობისათვის მთავარ  პრობლემას წარმოადგენდა.

პროექტის ფარგლებში მოასფალტდება 3,2კმ სიგრძის საავტომობილო გზა. შედეგად სოფელში მცხოვრები 80-მდე ბენეფიციარი ისარგებლებს კომფორტული გადაადგილების პირობებით, რაც ხელს შეუწყობს სოფელში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ფონის გაუმჯობესებას.

დაგეგმილი სამუშაოები  20 თებერვალს ადგილობრივ მოსახლეობასთან  გამართულ შეხვედრაზე განიხილეს  ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ,  თეთრიწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ჩანქსელიანმა  და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ. ხელმძღვანელმა პირებმა მოისმინეს ინფორმაცია მოსახლეობის სხვა საჭიროებების შესახებ და იმსჯელეს პრობლემების გადაჭრის გზებზე.

შეხვედრა სოფელ მაწევნის მოსახლეობასთან

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3020
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1389
იან 14 კვ 2024
1918
იან 07 შბ 2023
4246
ოქტ 24 ორშ 2022
3701
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები