თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

შეხვედრა სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციაში
13 თებ 2018
 
13 თებერვალს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) წარმომადგენლებმა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა დაბა მანგლისში არსებული ცენტრალური პარკის (ე.წ. როშის) რეაბილიტაციის პროექტი განიხილეს.
პროექტი გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, მისი ჯამური ღირებულება დაახლოებით 300 ათას ლარს შეადგენს, რომელიც მანგლისის ცენტრალური პარკის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
პროექტის განხორციელება დაგეგმილია 2018 წელს. შედეგად შესაძლებელი გახდება პარკის ტერიტორიაზე მოეწყოს სხვადასხვა სახის ფესტივალები, შეიქმნას დასვენების და გართობის პირობები.
 
#მანგლისისროშა
#ინფრასტრუქტურულიპროექტები
 
 
მნახველთა რაოდენობა: 4056
 
 
 
სიახლეები
იან 00
932
ივლ 02 ოთხ 2025
3235
ივნ 27 პარ 2025
3131
აგვ 12 სამ 2025
3371
ივლ 01 ორშ 2024
6097
 

2026 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
 
სიახლეები
იან 00
932
ნოემ 27 ხუთ 2025
1247