თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მერიაში ბავშვთა მინდობით აღზრდის ქვეპროგრამა განიხილეს.
05 დეკ 2017
 

მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მინდობით აღზრდის საკითხი განიხილეს 4 დეკემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრაზე მერის მოადგილემ ლია ზურებიანმა და ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ხელმძღვანელმა ბესიკ ტეფნაძემ. შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლები, მათ დეტალური ინფორმაცია მიიღეს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის შესახებ, რომლის ამოცანაა მზრუნველობამოკლებული ბავშვების მიმღებ ოჯახებში განთავსების გზით, ოჯახურ გარემოში აღზრდის უზრუნველყოფა.
   სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მინდობით აღზრდას ექვემდებარება 18 წლამდე ასაკის პირი:
• რომელიც არის ობოლი;
• რომლის მშობელი (მშობლები) სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ ან აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად;
• რომლის მშობელს (მშობლებს) შეეზღუდა(თ), ჩამოერთვა(თ) ან შეუჩერდა(თ) მშობლის უფლება-მოვალეობები.

   სახელმწიფო ახორციელებს დედობილის/მამობილის ფინანსური უზრუნველყოფას შემდეგი მიმართულებებით და ოდენობით:
• ნათესაურ მინდობით აღზრდაში განთავსებული ჯანმრთელი ბავშვისათვის - თვეში 200 ლარი;
• არანათესაურ მინდობით აღზრდაში განთავსებული ჯანმრთელი ბავშვისათვის - ერთი კალენდარული დღისთვის 15 ლარი;
• ნათესაურ მინდობით აღზრდაში განთავსებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვისათვის - თვეში 300 ლარი;
• არანათესაურ მინდობით აღზრდაში განთავსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისათვის - ერთი კალენდარული დღისთვის 20 ლარი;
• გადაუდებელი მინდობით აღზრდისათვის (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისათვის) - ერთი კალენდარული დღისთვის 20 ლარი.
   ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სოციალური მუშაკი მოახდენს ბავშვის საჭიროებებისა და ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველ პირთა შემოწმებას, ხოლო დასკვნის საფუძველზე, გადაწყვეტილებას მიიღებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4727
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1918
იან 00
2949
ივლ 02 ოთხ 2025
5401
ივნ 27 პარ 2025
5228
აგვ 12 სამ 2025
5769
 

2026 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1918