23 სექტემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში გერმანელი შვაბების ჩამოსახლების 200 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, გერმანიის ელჩი საქართველოში ჰეიკე ფეიჩი,ჰომბურგის მხარის გუბერნატორი თეოფილი გალო, სამხრეთ კავკასიაში ევანგელიურ-ლუთერანული ეკლესიის წარმომადგენლები,გერმანიიდან ჩამოსული მოსწავლეები
და პედაგოგები.
ღონისძიებაზე მოეწყო დოკუმენტური ფილმის ჩვენება, წარმოდგენილ იქნა მუსიკალური ნომრები ადგილობრივი და მოწვეული ფოლკლორული ანსამბლების
მონაწილეობით, მოეწყო გერმანელთა ჩამოსახლების და ცხოვრების ამსახველი ფოტოგამოფენა, ხელნაკეთი ნივთების და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა, წარმოდგენილ იქნა ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქცია.
↘️↘️ღონისძიების დასრულების შემდგომ სტუმრებმა გადაინაცვლეს გერმანელთა სასაფლაოზე და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
სიახლეები
საქართველოში გერმანელთა ჩამოსახლების 200 წლის იუბილე.
09 ოქტ 2017
მნახველთა რაოდენობა: 4896
სიახლეები
აგვ 20 ხუთ 2026
859
ივლ 06 ორშ 2026
1723
ივლ 03 პარ 2026
1668
ივლ 02 ხუთ 2026
1918
ივლ 03 პარ 2026
1725
მაი 26 სამ 2026
2044
ივნ 11 ხუთ 2026
2053




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა

























































