თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სოფელ ასურეთში ბაბუშერას ტრაგედია გაიხსენეს.
09 ოქტ 2017
 

დღეს, სოფელ ასურეთში, აფხაზეთის ომის დროს ბაბუშერას აეროპორტთან დატრიალებული ტრაგედიის შედეგად დაღუპული მებრძოლები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

ბაბუშერას ტრაგედიიდან 24 წელი გავიდა. 1993 წლის 22 სექტემბერს, საღამოს 6-ის ნახევარზე, თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც სამხედრო პოლიციის თანამშრომლები, სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, გვარდიის მებრძოლები, მოხალისეები, ექთნები და სამოქალაქო პირები იყვნენ, ბაბუშერას აეროპორტთან, ზღვიდან ნასროლი სითბური რაკეტით ჩამოაგდეს. თვითმფრინავში 132 ადამიანი იყო, რომელთაგან 108 დაიღუპა.

საბედისწერო რეისის მგზავრებს შორის შვიდი მებრძოლი იყო სოფელ ასურეთიდან : ძმები - სოსო და კობა გურგენიძეები, მათი ბიძაშვილი როსტომ გურგენიძე, ხვიჩა კაციტაძე, ჯუმბერ (ელგუჯა) გოცირიძე, ბესიკ მურუსიძე და დათო ავალიანი.

დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა ასურეთის ტაძრის მოძღვარმა მამა შენგელი გოცირიძემ. პანაშვიდს ესწრებოდნენ გარდაცვლილთა ოჯახის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოსახლეობა. 
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, დაღუპულთა ოჯახებზე გაიცა ფულადი დახმარება 500 ლარის ოდენობით.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5194
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1397
იან 14 კვ 2024
1925
იან 07 შბ 2023
4253
ოქტ 24 ორშ 2022
3705
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები