თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551 24 52 94 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მიწის სისტემური რეგისტრაციის ფორუმი დაბა მანგლისში
01 აგვ 2017
 

25 ივლისს მანგლისის ცენტრალურ პარკში მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტე პროექტის დაწყებისადმი მიძღვნილი ფორუმი გაიმართა. დაბა მანგლისი პირველია იმ დასახლებათაგან, რომელიც საპილოტო პროექტისთვის გეოგრაფიული მრავალფეროვნების გათვალისწინებით იქნა შერჩეული. საპილოტე პროექტი 12 დასახლებაში განხორციელდება, სადაც სისტემური წესით აღიწერება და დარეგისტრირდება კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტში არსებული მიწის ნაკვეთები, შეიქმნება მონაცემთა ერთიანი ბაზა და სხვ.

ფორუმზე ერეკლე კუხიანიძემ სიტყვით მიმართა მოწვეულ სტუმრებს და პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრა.

სპეციალურად მოწყობილ პავილიონებში მოსახლეობას სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტთან მიმართებაში საკუთარი პროგრამები და საქმიანობები სოფლის მეურნეობის სამინისტროს ირიგაციის პროექტის კომპონენტის, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს, გარემოს დაცვის სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, პროექტის: „აწარმოე საქართველოში“, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გააცნეს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4664
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1180
იან 14 კვ 2024
1742
იან 07 შბ 2023
4072
ოქტ 24 ორშ 2022
3552
 

2024 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
 
სიახლეები