თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
24 ივლ 2017
 

გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ერეკლე კუხიანიძე სოფელ პატარა თონეთში კვლავ შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და მოსახლეობასთან ერთად იმსჯელა პრობლემების მოგვარების გზებზე.

გამგებელმა დაათვალიერა აღნიშნულ დასახლებაში მისასვლელი და შიდა საუბნო გზების მოხრეშვითი სამუშაოები რის შესრულებასაც წინა შეხვედრაზე დაპირდა მოსახლეობას, ამასთანავე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელა წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სამუშაოების შესახებ, რის შედეგად უზრუნველყოფილი იქნება სოფლის გარკვეული ნაწილი, რომელსაც დღემდე არ მიეწოდება სასმელი წყალი.

ერეკლე კუხიანიძემ მოსახლეობას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია გამგებლის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შერჩევის ახალი წესის შესახებ, რომლის მიხედვით საბჭოს წევრობის კანდიდატს არჩევნების წესით მოსახლეობა თვითონ ირჩევს და წარუდგენს გამგებელს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2948
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1918
იან 00
2949
ივლ 02 ოთხ 2025
5401
ივნ 27 პარ 2025
5228
აგვ 12 სამ 2025
5769
 

2026 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1918