13 ივლისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ერეკლე კუხიანიძე და ინფრასტრუქტურის განვითარების არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი გოჩა ქალდანი სოფელ პატარა თონეთის მოსახლეობას შეხვდნენ.
მოსახლეობის ძირითად პრობლემას წამოადგენს დაზიანებული შიდა გზები და სანიაღვრე არხები. ხელმძღვანელმა პირებმა დაათვალიერეს არსებული ვითარება და შესაძლებლობების ფარგლებში დახმარებას დაპირდნენ.