თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სოფელ კოდაში სოციალური საწარმო გაიხსნა
10 ივლ 2017
 

2017 წლის 7 ივლისს  ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებულ  „ადამიანები მოძრაობაში“ პროექტის ფარგლებში, სოფელ კოდაში „მეტალოპლასტმასის დამუშავების“ სოციალური საწარმო საზეიმო ვითარებაში გამგებლის მოვალეობის შემსულებელმა ერეკლე კუხიანიძემ და კოდის სათემო განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა მადონა ოქროპირიძემ გახსნეს.

პროექტის მიზანია საქართველოს რეგიონებში მიგრაციის გამოწვევების მართვა და ალტერნატიული შესაძლებლობების შეთავაზება პოტენციური და დაბრუნებული მიგრანტებისათვის.

დასასრულს გაიმართა შემაჯამებელი კონფერენცია სადაც ერეკლე კუხიანიძემ ცენტრის ხელმძღვანელს მადონა ოქროპირიძეს მადლობის სიგელი გადასცა, თემისათვის სასარგებლო საქმიანობისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ეფექტურად განხორციელებისათვის.

კონფერენციას ესწრებოდნენ, სახალხო უნივერსიტეტთან გერმანული ასოციაციიის თბილისის პროექტთა ბიუროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლები, სხვადასხვა მუნიციპალიტეტების გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4388
 
 
 
სიახლეები
იან 00
1735
ივლ 02 ოთხ 2025
4073
ივნ 27 პარ 2025
3984
აგვ 12 სამ 2025
4273
ივლ 01 ორშ 2024
6912
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
იან 00
1735