8 ივნისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ერეკლე კუხიანიძემ, სოფელ სამღერეთში ახალი საბავშვო ბაღის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები მოინახულა.ადგილობრივი მოსახლეობის ერთ-ერთ ძირითად პრობლემას სოფელში საბავშვო ბაღის არ არსებობა წარმოადგენდა. ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად 2016 წელს დაიწყო პროექტის განხორციელება. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდგომ, ბავშვები თანამედროვე სტანდარტების შესაბამის კეთილმოწყობილ შენობაში შეძლებენ სკოლამდელი განათლების მიღებას. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. პროექტის ღირებულება (ხელშეკრულებით): 399507 ლარი, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტი - 379531,65 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტი - 19975,35 ლარი. ,
სიახლეები
სიახლეები
აგვ 20 ხუთ 2026
859
ივლ 06 ორშ 2026
1724
ივლ 03 პარ 2026
1668
ივლ 02 ხუთ 2026
1921
ივლ 03 პარ 2026
1725
მაი 26 სამ 2026
2044
ივნ 11 ხუთ 2026
2053




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა















































