თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
598599471 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი
07 ივნ 2017
 

6 ივნისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ერეკლე კუხიანიძე და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთის (CHCA) წარმომადგენლები, პროექტ „სამართლიანი საზოგადოებისაკენ“ ფარგლებში ქალაქ თეთრიწყაროს ყოფილი საავადმყოფოს შენობაში მცხოვრებ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას  შეხვდნენ. შეხვედრა საინფორმაციო-გაცნობითი ხასიათის იყო.  

სათემო კავშირი საზოგადოებრივი ორგანიზაციის ერთ-ერთი სახეა. ამ ტიპის ორგანიზაციების მიზანია სათემო-კომუნალური პრობლემების მოგვარება. ისინი წარმოადგენენ მცირე ზომის ორგანიზაციებს ან არაფორმალურ ჯგუფებს, რომლებიც გეოგრაფიული ტიპის თემს (უბანი, რაიონი, სოფელი ,დაბა) ემსახურებიან და მისი მაცხოვრებლების ინტერესების დაცვაზე ზრუნავენ. მათი საქმიანობის სფეროებია: ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, გარემოს დაცვა, მოსახლეობის ინფორმირება/განათლება, სოციალური კეთილდღეობა, კულტურა, სოფლის მეურნეობა.

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთის წარმომადგენლებმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს  და მხარეები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 4433
 
 
 
სიახლეები
იან 00
1735
ივლ 02 ოთხ 2025
4073
ივნ 27 პარ 2025
3985
აგვ 12 სამ 2025
4274
ივლ 01 ორშ 2024
6912
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
იან 00
1735